ფეხბურთი

11:10 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "შეიძლება წააგო, მაგრამ არ შეიძლება რეაგირება ვერ მოახდინო, ეს "იუვეს" სულისკვეთება არაა"

ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსის“ კრიზისს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, კლუბი ძალიან დაბალ დონეზე დაეშვა და „იუვეს“ სულისკვეთება აღარ ჩანს.

„ცუდი სეზონები და ცუდი დრო მაშინაც გვქონია, როცა მე ვთამაშობდი, მაგრამ ძნელია ახლა ისაუბრო, როცა ჩემნაირად ემოციურად ხარ ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ობიექტური კომენტარი გავაკეთო. დღეს, ყველაზე მძიმე ნიშანი ის იყო, რომ არანაირი რეაქცია არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან, ძალიან დაბალ დონეზე დაეშვი. ეს საერთოდ არ ასახავს „იუვეს“ სულისკვეთებას, რადგან შეიძლება მოიგო ან წააგო, მაგრამ თავი მაღლა უნდა ასწიო. ვფიქრობ, ახლა „იუვენტუსში“ ვერცერთი ფეხბურთელი, მწვრთნელი ან მენეჯმენტი ვერ იქნება მშვიდად და ვერ იტყვის, რომ მათ ყველაფერი გაიღეს.

0:3-ზე მოტამ პირველი სამი შეცვლა მცველებზე გამოიყენა. 0:3-ს აგებ და სამ მცველს ცვლი? „იუვემ“ ორ მატჩში 7 გოლი გაუშვა, არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ვღელავ „იუვენტუსის“ დღევანდელ მდგომარეობაზე. პატივისცემა პსვ-ს და „ემპოლის“ მიმართ, მაგრამ დაუშვებელია ასეთ გუნდებთან გავარდნა. შეეძლოთ ჩემპიონატში გამოესწორებინათ ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ „ლაციო“ ცუდ ფორმაშია, „მილანი“ კრიზისში იყო, სამაგიეროდ კი, „იუვეს“ „ბოლონიამაც“ გადაასწრო. „იუვენტუსი“ არასდროს თამაშობს ერთი და იმავე შემადგენლობით, ყოველ ჯერზე მოტა შემადგენლობას ცვლის, ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს. საჭიროა რეაგირება მეოთხე ადგილის დასაკავებლად, რომელიც, როგორც „იუვეში“ ამბობენ, მთავარი მიზანია, მაგრამ ჩემთვის ეს მინიმალური მიზანია ისეთი კლუბისთვის, როგორიც „იუვეა“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ფიორენტინასთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო მანამდე „ატალანტასთან“ 0:4 განადგურდა. ეს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა „იუვე“ სერია A-ში ზედიზედ ორჯერ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. „ბიანკონერი“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.1293