ფეხბურთი

1:46 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას 80 წუთი: პსჟ-მ "მარსელი" დაამარცხა და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა

საფრანგეთის ლიგა 1-ს 26-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ კლასიკი“ ადვილად მოიგო და „მარსელს“ 3:1 აჯობა.

პირველ ტაიმში უსმან დემბელემ და ნუნუ ნემდეშმა გაიტანეს, რასაც სტუმრებმა მეორე ტაიმის სტარტზე ამინე გიურის გოლით უპასუხეს, თუმცა, 76-ე წუთზე პოლ ლიროლამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მე-80 წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად საუკეთესოთა შორის ნამდვილად არ ყოფილა. ქართველ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

პსჟ ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია, 26 ტურში 68 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 19 ქულით უსწრებს. ასე რომ, საფრანგეთის ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 29 მარტს, პსჟ „სენტ ეტიენს“ ესტუმრება, შესაბამისად, წინ ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის პირველი ფრანგული დაპირისპირებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065216