ფეხბურთი

22:03 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორე: ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გოლი და საგოლე პასი ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, ხოლო „ჰაიდენჰაიმმა“ „ჰოლშტაინ კილთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

ფრანკ შმიდტის გუნდი პირველ ტაიმში მარსელ პიერინგერის გოლით დაწინაურდა, ხოლო 47-ე წუთზე ბუდუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ზივზივაძემ მარცხენა ფეხით ძალიან მარგად დაარტყა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ზივზივაძემ გოლს საგოლე პასი დაუმატა, როცა სირლოდ კონტე მეკარეს შეატოვა და მანაც ზუსტად დაარტყა.

„ჰაიდენჰაიმმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა, 19 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, სწორედ „კილს“ გადაასწრო. ახლა მე-17 ადგილზეა, ისევ გასავარდნ ზონაში, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, ვოლფსბურგს ესტუმრება.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 11 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტი.

0.116047