ფეხბურთი

19:29 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონური დერბები მასპინძელთა გამარჯვებებით

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში ლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ჩელსის“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მიკელ მერინომ მე-20 წუთზე გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, მიკელ არტეტას გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა.

„არსენალმა“ 58 ქულა დააგროვა და მეორეა, მაგრამ „ლივერპულთან“ 12-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, ასე რომ, ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ რამდენად შერჩა, რთული სათქმელია. „ჩელსი“ 49 ქულით მეოთხე ადგილზე გაატარებს სანაკრებო პაუზას.

დღესვე, კიდევ ერთი ლონდონური დერბი იყო, რომელიც ასევე მასპინძლებმა მოიგეს: „ფულჰემმა“ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს როდრიგო მუნისმა და რაიან სესენიონმა დალაშქრეს „დეზების“ კარი.

„ფულჰემი“ 45 ქულით მერვე პოზიციაზეა, ხოლო „ტოტენჰემს“ მხოლოდ 34 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.

0.112566