„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვენეციასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გუნდის თამაშით კმაყოფილია და ამ შემთხვევაში, ფრეც დასაშვები შედეგია, რადგან ახლა თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ვფიქრობ, ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მაგრამ ასეთ მატჩებში, გოლის გატანაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება, თუ არ გაიტან, თამაში უფრო რთულდება და საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა. თამაშით კმაყოფილი ვარ, მოგება გვინდოდა, დადებითი ასპექტია ის, რომ ზედიზედ 8 თამაშის შემდეგ გოლი არ გავუშვით. რაც მაწუხებს, ისაა, რომ ბოლოს კონტრშეტევა მივიღეთ 2-6-ზე, რაც აღარასდროს უნდა მოხდეს და ეს ბიჭებს უთხარი. ვერ მივიღებ, რომ ჩვენი ტვინი თამაშის რომელიმე მომენტში გამორთული იყოს.
ახლა სანაკრებო პაუზაა, ვიმუშავეთ 11 ფეხბურთელთან, რომელიც ჩვენთან დარჩება, იქნებ, ამხანაგური მატჩის დავგეგმოთ, რათა ნერეში და ზამთარში დამატებული ფეხბურთელები ფორმაში შევიყვანოთ. ჩვენთვის არაფერს ცვლის „ატალანტა“ – „ინტერის“ მატჩი, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ფრე მარცხის ტოლფასია, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა. მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა, ფრეც შეიძლება, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ ყველას გაუჭირდა, ხოლო ახლა წაგებასა და ფრეს შორის დიდი სხვაობაა, სეზონის ამ ეტაპზე. გავაგრძელებთ, ბოლომდე ბრძოლას, კბილებით და ფრჩხილებით ვიბრძოლებთ.
მოედანი სველი არ იყო და ბურთს მოძრაობა უჭირდა, ეს ამ სეზონში პირველად მოხდა. დი ფრანჩესკოს ვკითხე, მათ მოუვიდათ თუ არა, ეს აზრად და მითხრა, რომ არა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ამ დროისთვის 61 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს „ინტერთან“ ერთად, მაგრამ „ნერაძურის“ სათამაშო აქვს „ატალანტასთან“. სხვათა შორის, ბერგამოელები თუ მოიგებენ, საინტერესო მდგომარეობა შეიქმნება: „ინტერს“, „ატალანტას“ და „ნაპოლის“ 61-61 ქულა ექნებათ!
„ნაპოლიმ“ ბოლო 7 ტურში ერთადერთხელ მოიგო (5 ფრე, 1 წაგება), ხოლო მომდევნო მატჩს 30 მარტს, შინ „მილანთან“ გამართავს.