საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „გარეჯმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველად ეროვნული ლიგის ეგიდით.
თენგიზ კობიაშვილის გუნდმა სტუმრად 1:0 აჯობა ფოთის „კოლხეთს“. მატჩის ბედი ლევან პაპავას გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი 68-ე წუთზე დალაშქრა.
აღსანიშნავია, რომ ფოთელები 22-ე წუთიდან მოყოლებული რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, როცა ბექა ხარშილაძე გაუძევეს.
„გარეჯს“ სამ მატჩი 4 ქულა აქვს, მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთის“ აქტივში მხოლოდ ქულაა და მეცხრე საფეხურზეა, წინ კი, „გაგრასთან“ მატჩი ელოდება.