ტურინის „იუვენტუსი“ ვიქტორ ოსიმენის სიტუაციას აქტიურად აკვირდება. იტალიური გრანდი ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩს შეელევა, რომელიც კლუბის პროექტში აღარ შედის.
შესაბამისად, სერბის შემცვლელის შეძენა საჭირო იქნება და ტურინელთა ფავორიტი ოსიმენია. „იუვეს“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო კუნტოლის კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელის აგენტსა და გარემოცვასთან.
„იუვე“ მზად იქნება ოსიმენის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, რომ 75-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი იტალიურ კლუბებზე არ ვრცელდება. „ბიანკონერი“ მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, თუ „ნაპოლი“ თანახმა იქნება.
ცნობილია, რომ „ნაპოლიმ“ ზაფხულში ოსიმენი აუცილებლად უნდა გაყიდოს. ამჟამად ნიგერიელი „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს, სადაც შესანიშნავი სეზონი აქვს და უკვე მოახერხა 26 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება.