ჭიდაობა

12:53 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ანრი ხოზრევანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ჰლებ მაკარანკა დაამარცხა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალამდე იტალიელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მოწინააღმდეგეს აჯობა.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი დაიმსახურა. ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.

0.139544