კალათბურთი

12:25 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

10 ქულა 12 წუთში - მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" NBA-ში მოიგო (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამარჯვება მოიპოვა „სან ანტონიო სპურსმა“. სანდრო მამუკელაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა „ნიუ ორლეანსს“ დაძაბულ ბრძოლაში, 119:115 აჯობეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 25 წლის ფორვარდმა 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

„სპურსი“ 28 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 18 მარტს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ჩაატარებს.

0.132116