იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარა მოფარიკავემ უმაღლესი სინჯის მედალი ხმლით ფარიკაობაში დაიმსახურა.
ირმამ ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, გადამწყვეტი შეხვედრა კი მასპინძელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია.
ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა კიდევ ერთმა ქართველმა ნინა თიბილაშვილმა. მან ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან შეხვედრა 11:15 დათმო.
საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულეს.