სხვა

11:30 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დოლიძემ UFC-ს მიმართა: "უიტეკერი ან ადესანია - ტოპ 5 მებრძოლთან ჩხუბს ვიმსახურებ"
"მინდოდა ის მოგება დამებრუნებინა, რაც ლონდონში წაართვეს"

ლას ვეგასში გამართულ UFC-ს სარამოზე რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა და რევანში აიღო. ქართველმა სპორტსმენმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მეტოქეს აჯობა.

მან ბრძოლის შემდეგ უიტეკერი და ადესანია გამოიწვია და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტოპ 5-მებრძოლთან ჩხუბის ჩანიშვნა სთხოვა.

"ნებისმიერი გამარჯვება კარგია, მაგრამ ვეტორთან რევანში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა ის მოგება დამებრუნებინა, რაც ლონდონში წაართვეს. იმედი მაქვს, რომ ჩემი მეტოქე მალე გამოჯანმრთელდება. ის ძლიერი მებრძოლია. საჭიროების შემთხვევაში, ხუთი რაუნდისთვის მზად ვიყავი.

მარვინს მადლობას ვუხდი, რადგან ის ჩემთან ბრძოლას დათანხმდა. მნიშვნელოვანი ტესტი იყო. უმაღლეს დონეზე ვარ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჩემს აგრესიას ვაკონტროლებდი რაც გადამწყვეტი მომენტი იყო. ვფიქრობ, დავიმსახურე, რომ ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე ტოპ 5-დან დამინიშნონ. რობერტ უიტეკერი ან ადესანია!! მომეცით მათთან ბრძოლა, სხვა არაფერი მინდა",- განაცხადა რომან დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში ქართველის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 3 მარცხია.

0.131331