სხვა

8:16 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რევანში აღებულია - რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა! (+VIDEO)

რევანში აღებულია! UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის დამარცხება შეძლო. ქართულ-იტალიური დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და საბოლოოდ გამარჯვება 36 წლის მებრძოლს დარჩა. რომანმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.

ლას ვეგასში გამართული ბრძოლა ძირითადად დგომში მიმდინარეობდა. ბათუმელი მებროლი თითოეულ რაუნდში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე ნოკაუტით მოგებაც შეეძლო, მაგამ, მარვინ ვეტორმა ბოლომდე გაძლო..

რომან დოლიძის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 15 მოგება და სამი მარცხია. ხოლო რაც შეეხება იტალიელს, ვეტორმა 19 გამარჯვების საპირისპიროდ მე-8 მარცხი იგემა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა და მარვინმა პირველად 2023 წელს იჩხუბეს ა მაშინ მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ქართველმა წააგო.

0.143197