ფეხბურთი

3:09 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ერთი ცუდი თამაში ცუდ მეკარედ არ მაქცევს"

„ვალენსია“ ლა ლიგის 28-ე ტურში სტუმრად „ჟირონას“ დაუზავდა (1:1), ხოლო გიორგი მამარდაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა.

ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ქულის მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ გიორგიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:

„კარგად ვითამაშეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქულაა, დადებითი შედეგია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტუმრად მოვიპოვეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყოველ მომენტში უნდა ვიბრძოლოთ და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ჩვენი გეგმა იყო თავის კარგად დაცვა და კარგად შეტევა. ყველანი გამარჯვებისთვის ვმუშაობთ და ახლა საქმე შედარებით კარგად მიდის: სახლში ვიგებთ და სტუმრად არ ვაგებთ. ახლა პაუზაა, ენერგია უნდა აღვიდგინოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.

ვფიქრობ, დღეს კარგად ვითამაშე. თუმცა, როგორც ერთი ცუდი თამაში არ მაქცევს ცუდ მეკარედ, ისე, ერთი კარგი თამაშითაც არ ვარ კარგი მეკარე, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა. „ვალენსია“ ლა ლიგაში 28 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.

0.059353