ფეხბურთი

2:07 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის კარგი მატჩი, "ვალენსიამ" ქულა მოიპოვა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ჟირონას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

„ღამურები“ 58-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე გაუშვეს: ექვს წუთში კრისტიან სტუანიმ მამარდაშვილის კარში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

ქართველმა მეკარემ 3 მოგერიება მიითვალა და ამჯერად კარგად ითამაშა. ორჯერ ძალიან რთული სეივი შეასრულა და გოლში ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის.

„ვალენსია“ ლა ლიგაში 28 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.

0.070066