ფეხბურთი

1:59 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" 14 მატჩია არ მოუგია, გოგლიჩიძე არ ათამაშეს

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ტორინოსთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველ მცველს ამჯერად არ უთამაშია.

გოგლიჩიძე სათადარიგო სკამზე იყო, მთავარმა მწვრთნელმა მას თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. მატჩის ბედი კი, ნიკოლა ვლაშიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც 70-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი.

საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული. რობერტო დ’ავერსას გუნდი აშკარა კრიზისშია, 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 14 მატჩი, 3 ფრე, 11 წაგება.

„ემპოლი“ 22 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, სტუმრად „კომოს“ დაუპირისპირდება.

0.075945