ფეხბურთი

1:20 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ლა ლიგას ბოიკოტით დაემუქრა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედანზე აღარ გავა, თუ მატჩებს შორის მინიმუმ 72 საათიან დასვენებას არ მიიღებს.

12 მარტს, ესპანური გიგანტი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა (1:0, 2:4პენ), დღეს კი, 15 მარტს, „თეთრებმა“ მორიგი შეხვედრა გამართეს - ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში „ვილიარეალთან" (2:1).

„დღეს უკანასკნელად ვითამაშეთ 72-საათიანი დასვენების გარეშე. ორჯერ ვთხოვეთ ლიგას თარიღის შეცვლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. „რეალი" მოედანზე აღარ გავა, თუ დასვენების დრო არ მოგვცეს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111756
სარეკლამო ადგილი - 99
X x X