რაგბი

14:03 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ტაო 19:42 ბათუმი

crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში ‘ბათუმმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ასპინძაში 42:19 სძლია, ბონუს-ქულაც აიღო და ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა.

ზღვისპირელებს 53 ქულით მესამე ადგილი დაბევებული აქვთ. ამასთან, ის ‘არესს’ ახლა მხოლოდ 3, ხოლო ‘აიას’ 5 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ 2 ტურში მოწინავე ორეულში მოხვედრას ეცდება, რაც მათ ფლეი ოფში უკეთეს განრიგს მისცემს. ‘ტაოს’ 24 ქულა დარჩა, მე-9 პოზიციაზეა და 5-ით უსწრებს აუტსაიდერ ‘ყოჩებს’, რაც დასკვნით ტურებში საინტერესო ბრძოლებს გვპირდება. ამავდროულად, ჯავახებს წინსვლის შანსიც აქვთ, რამაც მათ შესაძლოა გასავარდნ/დასარჩენი ფლეი ოფი აარიდოს.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და მათ მალევე მოიპოვეს დიდი უპირატესობა. ანგარიში მესამე წუთზე მოლის შემდეგ გიორგი შუკაკიძემ ლელოთი გახსნა; 3 წუთში ‘ბათუმის’ კონტრშეტევას კავეკინი ტამბუს ლელო მოყვა; მე-12 წუთზე კი მათ დერეფნიდან შეუტიეს და მიზანს ლაშა ფოფხაძემ უწია. ბუბა ნოზაძემ სამივე გარდასახა.

‘ტაომ’ მე-17 წუთზე უპასუხა, ბურთი კარგად გაათამაშა და პაატა ბურჭულაძემ ერთი ლელო, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახვა გაქვითა. მერე მასპინძლება 10 წუთით რატუ მელი ტურანგათა დაკარგეს და ‘ბათუმმა’ რიცხობრივ უპირატესობაში კიდევ ორი გარდასახული ლელო გაიტანა. პირველ ეპიზოდში ხელდახელ შეტევა პიტერ ვილიამსის, მეორეში კი დარილ კამილის 5 ქულით დასრულდა და ნოზაძე გარდასახვებიდან არც ამჯერად შეცდა - 7:35.

54-ე წუთზე ნაელესონი ნასოკიტამბუა უხეში ბოჭვისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობა 4 წუთში გამოიყენა - გიორგი შუკაკიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, ნოზაძემ კი კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა. სტუმრები მოეშვნენ, რითაც ‘ტაომ’ დასკვნით წუთებში ისარგებლა და პაატა ბურჭულაძემ და ტურანგათამ ანგარიში შეალამაზეს, თუმცა ამას საცხრილო ქულებზე არ უმოქმედია. აღსანიშნავია, რომ გარდასახვა ‘ტაოს’ ბურჯმა საბა ბუხრიკიძემ შეასრულა - 19:42. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შუკაკიძე გახდა.

RUGBY.GE

0.120404