ცნობილი უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი საფეხბურთო კარიერას იწყებს. მან კონტრაქტი „მეტალისტი 1925“-თან გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბილოდიდი აქამდე კლუბის ელჩი იყო, ახლა კი, მათი ურთიერთობა ახალ საფეხურს აღწევს - ის გუნდში ითამაშებს და 77-ნომრიანი მაისური მოირგო.
საწვრთნელ პროცესს დარია უახლოეს პერიოდში შეუერთდება. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ ბილოდიდის ტრანსფერით უკრაინული ქალთა ფეხბურთის პოპულარობა გაიზრდება.
24 წლის დარია ბილოდიდი მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია, ხოლო ერთხელ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.