ფეხბურთი

22:47 | 15.03.2025 | ნანახია 242 - ჯერ

„ლივერპული“ და „არსენალი“ „ლიონის“ 19 წლის გარემარბით დაინტერესდნენ

„ლივერპული“ და „არსენალი“ „ლიონის“ 19 წლის გარემარბით მალიკ ფოფანათი დაინტერესდნენ - გვამცნობს Caught Offside.

ბელგიელი ფეხბურთელი მზადაა ფრანგული კლუბი დატოვოს. ხაზგასმულია, რომ „ლიონს“ შეუძლია მისი გაყიდვა 50 მილიონ ევროდ.

ფოფანამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 19 წლის თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069146
242