აზერბაიჯანის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ზირამ“ სტუმრად „საბაჰთან“ ქულა დავით ვოლკოვის გოლით მოიპოვა - 1:1.
ქართველი ფორვარდი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, ხოლო 63-ე წუთზე გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მერე არაფერი შეცვლილა. „ზირას“ რიგებში გიორგი პაპუნაშვილმა 79 წუთი ითამაშა.
ვოლკოვს 26 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა, ლიდერს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 3 გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს.
„ზირა“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 მარტს, „შამახის“ უმასპინძლებს.