პრემიერლიგის 29-ე ტურში, „მანჩესტერ სიტიმ,“ რომელიც ანტირეკორდების დამყარებას განაგრძობს, „ბრაიტონს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
სტუმრებმა საწყის წუთებში გაიტანეს, მაგრამ მსაჯებმა გოლი გააუქმეს - შეტევისას მიტომამ იუხეშა. შემდეგ „ქალაქელებმა“ მოიპოვეს პენალტი, რომელიც ჰოლანდმა ზუსტად დაარტყა. თუმცა, „თოლიებმა“ სწრაფადვე გაათანაბრეს. ესტუპინიანმა იყოჩაღა.
მასპინძლებმა წარმატებას მხოლოდ ტაიმის ბოლოს მიაღწიეს: მარმუშმა გუნდოგანის გადაცემა მიიღო და თავისიანები ისევ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბრაიტონმა“ გაათანაბრა. ჰინშელვუდის დარტყმული ბურთი ხუსანოვს ფეხში მოხვდა და კარში შევარდა - 2:2.
ახლა „სიტის“ 48 ქულა აქვს და ერთი პუნქტით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.
ინგლისი. პრემიერლიგა. 29-ე ტური. 15 მარტი: ევერტონი - ვესტ ჰემი 1:1, იფსვიჩი - ნოტინგემ ფორესტი 2:4, მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი 2:2, საუთჰემპტონი - ვულვერჰემპტონი 1:2, ბორნმუთი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება