კვიპროსის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლიმასოლის „არისმა“ ნიქოზიის „აპოელი“ გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 დაამარცხა.
ასე რომ, ქართველმა ფორვარდმა თავის ყოფილ გუნდს გამარჯვების გოლი გაუტანა. გიორგიმ მეტოქის კარი მე-15 წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი არ იზეიმა. ის მოედანზე 64-ე წუთამდე იყო, ხოლო „აპოელის“ რიგებში ლაშა დვალი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა.
გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატს 64 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, ლარნაკას „აეკს“ უმასპინძლებს. „აპოელი“43 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 29 მარტს, „აპოლონს“ შინ დაუპირისპირდება.