ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ოქსფორდ იუნაიტედს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
ტომ ქლევერლის გუნდი უკვე თითქმის ვეღარ იბრძვის პლეი-ოფის საგზურისთვის, რადგან სეზონის საკვანძო ეტაპს ცუდ ფორმაში შეხვდა. „ოქსფორდმა“ 82-ე წუთზე გაუტანა მეტოქეს გოლი და 1:0 მოიგო.
ჩაკვეტაძემ მოედანზე 84 წუთი გაატარა. გიორგის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.
„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 38 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, „პლიმუთს“ უმასპინძლებს.