ფეხბურთი

20:44 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ვერ მოიგო, მაგრამ

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ხუთი მატჩი იმართება. მათგან 4 უკვე დასრულდა.

ლიდერი „ბაიერნი“ სტუმრად ბერლინის „უნიონს“ ლეროი სანეს გოლით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. დამთავრებამდე 6 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ბენედიკტ ჰოლერბახმა გაათანაბრა.

ახლა „ბაიერნმა“ 62 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად პირველობს სატურნირო ცხრილს. ვენსან კომპანის გუნდი 9 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ ლევერკუზენის „ბაიერს,“ რომელიც ტურის მატჩს კვირას, 16 მარტს ჩაატარებს სტუმრად „შტუტგარტთან.“

კაცნაკლულმა მოინხენგლადბახის „ბორუსიამ“ კი „ვერდერს“ ბრემენში 2:4 მოუგო. ჰეთ-თრიქი შეასრულა გლადბახელთა ფრანგმა შემტევმა, ალასან პლეამ.

ამ გამარჯვების შემდეგ „გლადბახმა“ მე-6 ადგილზე აინაცვლა.

გერმანია. ბუნდესლიგა. 26-ე ტური. 15 მარტი: მაინცი - ფრაიბურგი 2:2, უნიონ ბერლინი - ბაიერნი 1:1, ვერდერი - გლადბახი 2:4, აუგსბურგი - ვოლფსბურგი 1:0, ლაიპციგი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

0.060981