ფეხბურთი

19:55 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძემ "ბრეშას" ბრწყინვალე გოლი გაუტანა, "ფროზინონემ" ზედიზედ მესამედ მოიგო (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში „ფროზინონემ“ „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი კვერნაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მე-16 წუთზე უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. კვერნაძემ შორეულ ცხრიანში გაიტანა და ანგარიში გახსნა.

„ბრეშამ“ ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარში გედიემისის გოლით „ფროზინონემ“ 3 ქულა მოიპოვა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს.

22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„ფროზინონემ“ სერია B-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამჟამად 33 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.

0.118261