ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელის ტიაგო მოტას მომავალი გაურკვეველია და დიდი შანსია, რომ ის მალე თუ არა, სეზონის ბოლოს გაათავისუფლონ.
თუმცა, როგორც იტალო-ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას გრძნობს:
„ჩვენს პროფესიაში მწვრთნელი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან. მე ვარ პირველი, ვინც საკუთარ თავს ვაკრიტიკებ და უკმაყოფილოა, მაგრამ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და გულწრფელობა. ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ, თუმცა, ბევრი რამ ბევრად უკეთ შეგვიძლია.
ყოველთვის ვალდებული ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. „ფიორენტინასთან“ შესანიშნავი მატჩი იქნება. „ატალანტასთან“ 40 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ. კრიტიკა ჩემდამი? ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. კლუბისგან სრულ ნდობას ვგრძნობ, კმაყოფილი ვარ, რომ ამ კვირაში კლუბის ხელმძღვანელობა ჩემთან ახლოს იყო. ჭორებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყოველთვის ყველას აზრს პატივს ვცემ. ახლა ჩემი მომავალი პრიორიტეტი არ არის, არამედ ხვალინდელი მატჩი“, - თქვა მოტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, ხოლო დანარჩენი ყველა ტურნირიდან „ბებერი ქალბატონი“ უკვე გავარდა.