„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
მან მეტოქე შეაქო და ასევე ისაუბრა ხულიან ალვარესის პენალტზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ატლეტკო“ ფანტასტიკური გუნდია, მხოლოდ 11 ფეხბურთელი არაა და 100%-ით ფორმაში არიან. ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. „დორტმუნდი“? კოვაჩს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ მატჩზე საუბარი, რადგან ძალიან შორსაა. „დორტმუნდი“ ძალიან კარგად თამაშობს, კარგი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ მეოთხედფინალში ვართ, მაგრამ ახლა ყურადღება „ატლეტიკოზე“ უნდა გავამახვილოთ.
ალვარესის პენალტი? რა გინდა, რომ ვთქვა? ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. ვწუხვარ ალვარესის გამო, რადგან ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. არაფერი მაქვს მომენტზე სათქმელი, რადგან გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. ვნახე ეს მომენტი და ალვარესის გამო ძალიან ვწუხვარ.
სანაკრებო პაუზის მართვა ადვილი არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრებებიც მნიშვნელოვანია. გვაქვს დრო, რომ ფეხბურთელებმა დაისვენონ, ენერგია აღიდგინონ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 16 მარტს გაიმართება.