ფეხბურთი

18:30 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ვენეციასთან" მატჩი ჩვენთვის მუნდიალის ფინალივითაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვენეციასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მატჩი მისი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივითაა.

„ვენეციასთან მატჩი გასეირნება არ იქნება. უბრალოდ, შეხედეთ „ინტერი“ – „მონცას“ მატჩს... „ვენეციას“ სურს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, ძალიან მოტივირებულია, ამიტომ, ჩემი გუნდისგან დიდ მატჩს ველოდები. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და არა მეტოქეებზე ან კონკურენტებზე. წელს დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ მხოლოდ სერია A-ში ვთამაშობდით და სამუშაოდ ყოველთვის მთელი კვირა გვქონდა. დარჩენილია 10 თამაში, შემდეგი მატჩი ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივით უნდა იყოს, უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესები ვართ.

„იუვენტუსის“ ფანებს ჩემი დაბრუნება სურთ და რას ვეტყვი მათ? მე არ უნდა ვუპასუხო არავის, ეს გამოკითხვა მედია თამაშებია, რაც იტალიაში ხელოვნებასავითაა. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ვთქვა, ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ამიტომ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში მეორე ადგილზეა და ერთადერთ ქულით ჩამორჩება „ინტერს“.

0.117692