საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა.
ლევან კორღალიძის გუნდი სამი ტურის შემდეგ უდანაკარგო იყო, მაგრამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
39-ე წუთზე ბათუმელები ნიკა კალანდარიშვილის გოლით დაწინაურდნენ და ტიამი მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში იური ტაბატაძემ აღადგინა წონასწორობა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.
„იბერია“ 10 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და სანაკრებო პაუზის შემდეგ „სამგურალს“ ესტუმრება, ხოლო „დინამო ბათუმს“ სამ თამაშში 5 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას „ტორპედოსთან“ გამართავს.