„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, არ ნერვიულობს კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციის გამო და მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული:
„სანამ მე მშვიდად ვარ, პანიკა საჭირო არ არის, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში. რომ ვღელავდე, შემატყობდით, რომ ცოტა შეშფოთებული ვთამაშობ, თუმცა ასე არ არის“, - თქვა ნიდერლანდელმა.
შეგახსენებთ, რომ ვან დეიკის გარდა, „ლივერპულთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და მოჰამედ სალაჰს ეწურებათ.