სხვა

12:50 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კახიაშვილი თანამდებობას ტოვებს, ძალოსნობის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართება

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კახა კახიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 აპრილს, რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართება.

დღის წესრიგი შემდეგნაირია:

1. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;

2. ფედერაციის გამგეობის არჩევა (ვიცე-პრეზიდენტების არჩევა)

3. მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

4. სხვადასხვა.

ფედერაციის მოქმედი წესდების შესაბამისად პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ხმის უფლების მქონე მინიმუმ 3 სუბიექტ/დელეგატ წევრს სამდივნოში. კანდიდატების წარდგენის ვადა 19 მარტის დღის ბოლომდეა შესაძლებელი.

პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული და დაკავშირებული ძალოსნობასთან. გამგეობის გადაწყვეტილებით რიგგარეშე ყრილობაზე ხმის უფლების მქონე რაოდენობა განისაზღრვა ჯამში 60 დელეგატით.

შეგახსენებთ, რომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

0.122611