NBA-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. "სან ანტონიო", სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდა და 11-ქულიანი სხვაობით, 134:145 დამარცხდა.
"ჰორნეტსი" მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ხელიდან არ გაუშვია. ყველაზე დიდი სხვაობა კი მესამე პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც სტუმრები წინ 31 ქულით გაიჭრნენ.
25 წლის ფორვარდმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში სანდრომ 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მამუკელაშვილმა 7-დან სამი სამქულიანი და 5-დან ორი ორქულიანი ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი კი "ჰორნეტსის" კალათბურთელი ლამელო ბოლი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.
"სან ანტონიო" 27 მოგებითა და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგი შეხვედრა კი 16 მარტს, "ნიუ ორლეანთან" ელოდება.
დღეს ითამაშა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმაც, რომელიც "მინესოტასთან" 111-118 დამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 5:34 წუთი ითამაშა, რა დტოშიც მხოლოდ 1 მოხსნა-პასი და ამდენივე დაფარება ჰქონდა.
"მეჯიქი" 31 მოგებითა 37 მარცხით აღმოსალეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.