სხვა

11:25 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რევანშისთვის ლას ვეგასში - დოლიძემ წონა ჩააბარა და ბრძოლის მოლოდინშია

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ბრძოლისთვის მზადაა. UFC-ს ღონისძიება ლას ვეგასში გაიმართება, 1 დღით ადრე კი მებრძოლებმა ტრადიციულად თავიანთი წონები ჩააბარეს. რომანმა 84.3 კილოგრამი დააფიქსირა და მარვინ ვეტორთან რევანშის ასაღებად ემზადება.

36 წლის დოლიძემ იტალიელ მებრძოლთან 2023 წელს მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო. ქართველს შერეულ ორთაბრძოლებში 17 ბრძოლიდან 14 მოგებული და საშუალო წონითი რეიტინგის მე-12 ნომერია, ხოლო ვეტორი 19 მოგებითა და 7 მარცხით, ტოპ 10-ში მე-8 პოზიციას იკავებს.

ქართულ-იტალიური დაპირისპირება 16 მარტს, თბილისის დროით ღამის 06:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118364
სარეკლამო ადგილი - 99
X x X