ფეხბურთი

13:17 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ პოლემიკა? ჩვენთვის თამაში დასრულებულია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა უკვე წარსულია.

„ატლეტიკო“ მიიჩნევს, რომ მსაჯმა უსამართლოდ გააუქმა ხულიან ალვარესის პენალტი, რაზეც საუბარი გრძელდება, მაგრამ ანჩელოტისთვის ის თამაში უკვე წარსულია:

„მე არ მიმიქცევია ყურადღება ამ პოლემიკაზე და პროტესტზე. ჩვენთვის თამაში უკვე დასრულდა. კონცენტრირებული ვართ მომავალ მატჩზე, რომელიც გველოდება. წინ ძალიან გრძელი და ინტენსიური პერიოდი გველოდება, ბევრი მატჩით და გვინდა კარგად ვითამაშოთ, პირველ რიგში, „ვილიარეალთან“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

0.117333