„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ვირჯილ ვან დეიკის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, რომ პირადად მას სურს ვან დეიკი გუნდში დარჩეს.
„არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ მინდა, ვირჯილი მომდევნო სეზონშიც „ლივერპულში“ იყოს. ყველაფერი დანარჩენი, კონტრაქტი, მოლაპარაკებები, მე ამ საქმეებთან“ შეხება არ მაქვს“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მის გარდა, ინგლისურ კლუბთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი მოჰამედ სალაჰსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ეწურებათ.