ფეხბურთი

10:26 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

„სანტოსის“ ფეხბურთელი ნეიმარი მარტის სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს. ბრაზილიელი შემტევი კოლუმბიისა და არგენტინასთან მატჩებისთვის გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება.

ნეიმარმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს, შესაბამისად, „სელესაოში“ მისი დაბრუნება გადაიდო.

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს ითამაშა ურუგვაის წინააღმდეგ და სწორედ მაშინ მიიღო მძიმე ტრავმა, რის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

ბრაზილიის ნაკრებს უახლოესი მატჩებისთვის ნეიმარის გარდა, მეკარე ედერსონი და მცველი დანილო გამოაკლდა, მათ ნაცვლად კი, დორივან ჟუნიორმა ლუკას პერი (ლიონი), ალექს სანდრო (ფლამენგო) და ენდრიკი (რეალი) გამოიძახა.

0.065223