კრიშტიანუ რონალდუ გაჩერებას არ აპირებს, მორიგი გოლი გაიტანა - კარიერაში 928-ე და 1000 გოლიანი ნიშნულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
საუდი პრო ლიგის 25-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ ხოლოდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო რონალდუმ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა.
პირველივე ტაიმში სადიო მანემ და ჯონ დურანმაც გაიტანეს და სტეფანო პიოლის გუნდმა ადვილად გაიმარჯვა.
რონალდუ 19 გოლით ლიდერობს საუდი პრო ლიგის ბომბარდითა დავას, ხოლო „ალ-ნასრი“ 51 ქულით მესამე ადგილზეა.