ფეხბურთი

0:30 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის პირველი ჰეთ-თრიქი თურქეთში და ბომბარდირებში ლიდერის პოზიცია (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში სტამბოლის „გალათასარაიმ“ „ანტალიასპორი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ვიქტორ ოსიმენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ნიგერიელი ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან 30-ე, 45-ე და 52-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი. სტამბოლელთა მხრიდან ერთ გოლი ალვარო მორატამ გაიტანა. ოსიმენისთვის ეს პირველი ჰეთ-თრიქი იყო "გალათასარაის" რიგებში.

ოსიმენს თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი და პირველ ადგილზე გადავიდა ბომბარდითა დავაში, ორი გოლით გაუსწრო „ბაშაკშეჰირის“ პოლონელ ფორვარდ კშიშტოფ პიონტეკს. ყველა ტურნირზე ოსიმენის აქტივში „გალათასარაის“ მაისურით 30 მატჩი, 26 გოლი და 5 საგოლე პასია.

„გალათასარაი“ ლიდერობს სუპერლიგას და „ფენერბაჰჩეს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა, კონკურენტთან შედარებით ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.

0.063262