ფეხბურთი

20:00 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის, რომელშიც დანიას დაუპირისპირდებიან, შემადგენლობა დაასახელა.

26-კაციან განაცხადში რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუცაა. პორტუგალია დანიას შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება.

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), რუი სილვა (სპორტინგი), ჟოზე სა (ვულვზი)

მცველები: დიოგო დალო (მანჩესტერი), ნელსონ სემედო (ვულვზი), ნუნუ მენდეში (პსჟ), ნუნუ ტავარეში (ლაციო), გონსალო ინასიო (სპორტინგი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ჟოაო პალინია (ბაიერნი), რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ჟოაო ფელიქსი (მილანი)

თავდამსხმელები: ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), პედრო ნეტო (ჩელსი), ჯოვანი კენდა (სპორტინგი), რაფაელ ლეაუ (მილანი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), გონსალო რამოში (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)

პორტუგალიის ნაკრები დანიას 20 მარტს კოპენჰაგენში ესტუმრება, ხოლო 23 მარტს, ლისაბონში, „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონზე უმასპინძლებს.

0.122835