ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ესპანეთის წინააღმდეგ 24 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მემფის დეპაის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად უხმეს ეროვნულ ნაკრებში.
ნიდერლანდების შემადგენლობა:
მეკარეები: მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი), ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი), ნიკ ოლი (სპარტა)
მცველები: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), დენზელ დუმფრისი (ინტერი), ჟერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), იორელ ჰატო (აიაქსი), იურიენ ტიმბერი (არსენალი), მატეის დე ლიხტი (მანჩესტერი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), ლუშარელ გერტრუიდა (ლაიპციგი), იერდი სხოუტენი (პსვ)
ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ნოა ლანგი (პსვ), ტიჯანი რეინდერსი (მილანი), კენეტ ტეილორი (აიაქსი), ხავი სიმონსი (ლაიპციფი), ტეუნ კოპმაინერსი (იუვენტუსი)
თავდამსხმელები: კოდი გაკპო (ლივერპული), ჯასტინ კლუივერტი (ბორნმუთი), ბრაიან ბრობი (აიაქსი), მემფის დეპაი (კორინთიანსი), დონიელ მალენი (ასტონ ვილა)
გეტყვით, რომ ნიდერლანდებსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდება.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი ან ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან.
E ჯგუფი
ესპანეთი ან ნიდერლანდები (წყვილში გამარჯვებული)
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი