20-23 მარტს ესპანეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრებისთვის ესპანელთა მტავარმა მწვრთნელმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ფეხბურთელი (7) კატალონიის "ბარსელონადანაა" გამოძახებული. მადრიდის "რეალს" ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს, 22 წლის მცველი რაულ ასენსიო, რომელიც ესპანეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), უნაი სიმონი (ბილბაო), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი), ოსკარ მინგუეზა (სელტა ვიგო), ლე ნორმანდი (ატლეტიკო), პაუ კურბასი (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ბარსელონა), რაულ ასენსიო (რეალი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელა (ჩელსი).
ნახევარმცველები: მარტინ ზუბიმენდი (სოსიედადი), მარკ კასადო (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო (არსენალი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), პედრი (ბარსელონა).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ფერან ტორესი (ბარსელონა), იერაი ალვარესი (ბილბაო), დანი ოლმო (ბარსელონა), აიოზე პერესი (ვილიარეალი), ალვარო მორატა (გალათასარაი), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა), სამუ (პორტუ), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
გეტყვით, რომ ნიდერლანდებსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდება.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი ან ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან.
E ჯგუფი
ესპანეთი ან ნიდერლანდები (წყვილში გამარჯვებული)
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი