ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ინგლისის ნაკრებში 2 დებიუტანტი იქნება "ნიუკასლის" მცველი ნენ ბერნს და ლონდონის "არსენალიდან" მაილს ლუის-სკელი. ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში ბრუნდებიან მარკუს რაშფორდი და ჯორდან ჰენდერსონი.
ტომას ტუხელის 26 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიქფორდი (ევერტონი), არონ რამსდეილი (საუთჰემპტონი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი).
მცველები: დენ ბერნი (ნიუკასლი), ლევი კოლვილი (ჩელსი), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილს ლუის-სკელი (არსენალი), ტინო ლივრამენტო (ნიუკასლი), ჯარელ კუანსა (ლივერპული), კაილ უოკერი (მილანი).
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ჯორდან ჰენდერსონი (აიაქსი), კერტის ჯონსი (ლივერპული), კოლ პალმერი (ჩელსი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა).
თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ასტონ ვილა), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი).
გეტყვით, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები 21 მარტს ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 24 მარტს კვლავ საკუთარ მოედანზე ლიეტუვას ნაკრებს დაუხვდება.