ლონდონის "ჩელსიმ" ლისაბონის "სპორტინგიდან" 17 წლის პორტუგალიელი ტალანტი ჟოვანი კენდა შეიძინა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერი დახურულია, რასაც "არისტოკრატები" ოფიციალურად სულ მალე დაადასტურებენ.
როგორც ცნობილი ხდება, ჟოვანი კენდა "ჩელსისთან" 8-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა 1-წლით იჯარის წესით "სპორტინგში" თამაში მოუწევს. "არისტოკრატებს" ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა 50 მილიონი ევრო დაუჯდა.
გეტყვით, რომ ჟოვანი კენდა "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და "სპორტინგში" 2019 წელს გადავიდა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.