„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა „სოსიედადთან“ მატჩის (4:1) შემდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა, „ლიონის“ შესახებ ისაუბრა.
ინგლისურ გრანდს ევროპა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ ფრანგულ გუნდთან დაპირისპირება მოუწევს:
„ლიონი“ ძალიან კარგი გუნდია, შეტევაში ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ გამოცდილებაც აქვთ. ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელშიც ბევრი ტალანტი თამაშობს. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და მათ კონტრშეტევებისთვის სივრცეები არ მივცეთ. ვიცით, რომ ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ მათ მსგავსად ჩვენც გვაქვს ნახევარფინალში გასვლის ჩვენი შანსი“, - თქვა ბრუნომ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „მანჩესტერს“ 10 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო 17 აპრილს, შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.