კალათბურთი

2:33 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ვირტუსის" მარცხი "რეალთან"

ევროლიგის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

მადრიდელებმა პირველივე პერიოდში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ. საბოლოოდ, „რეალმა“ სწორედ 13 ქულით, 80:67 მოიგო.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 22 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 მარტს, თელ ავივის „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება.

დღესვე, კამარ ბოლდუინის „ბასკონია“ ბერლინში, „ალბასთან“ 90:97 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 17 წუთიც ითამაშა. ხსენებულ დროში მან 4 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ბოლდუინმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ბასკონია“ 12 მოგებით და 17 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 მარტს, „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

0.064131