ფეხბურთი

2:16 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინლისტები გაირკვა.

გიორგი მიქაუტაძე დუბლით და ორი საგოლე პასით გამოირჩა, „ლიონმა“ 4:0 გაიმარჯვა და ადვილად გავიდა მომდევნო ეტაპზე. ამაზე უკვე დავწერეთ...

„ლიონის“ მეტოქე მეოთხედფინალში „მანჩესტერი“ იქნება, რომელმაც შინ „სოსიედადი“ 4:1 გაანადგურა. თავიდან ესპანელები იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ინგლისურმა კლუბმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრუნო ფერნანდეშმა, ერთიც დიოგო დალომ შეაგდო.

„ტოტენჰემმა“ „ალკმაართან“ სტუმრად 0:1 მარცხის შემდეგ შინ სიტუაცია გამოასწორა, 3:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამშიც გაიმარჯვა (3:2).

"რეინჯერსს" სტამბოლში, "ფენერბაჰჩესთან" 3:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდმა "აიბროქსზე" 2:0 მოიგო. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც "რეინჯერსი" უკეთესი იყო - 3:2. შესაბამისად, შოტლანდიური გუნდი მეოთხედფინალშია.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 10-17 აპრილს გაიმართება, ხოლო წყვილები ასეთია:

„ბოდო გლიმტი“ – „ლაციო“

„ლიონი“ – „მანჩესტერი“

„ტოტენჰემი“ – „აინტრახტი“

„რეინჯერსი“ - „ბილბაო“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065963