„ნაპოლი“ ზაფხულში „ემპოლის“ ცენტრალურ მცველს, ლუკა მარიანუჩის დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბებს შორის ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
20 წლის ფეხბურთელისთვის „ნაპოლიში“ 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გამზადებულია, გარიგების საფასური 10 მილიონი ევრო იქნება.
მარიანუჩიმ მიმდინარე სეზონში „ემპოლის“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა და 2 საგოლე პასი გააკეთა.