ფეხბურთი

21:20 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.

იტალიელმა მეკარემ უეფას ვებგვერდზე გამოკითხვაში კონკურენტებს აჯობა. მეორე ადგილზე მარკო ასენსიო გავიდა, მესამეზე ჰარი კეინი, ხოლო მეოთხე პოზიციას ემრე ჯანი დასჯერდა. დონარუმამ „ლივერპულთან“ შესანიშნავად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა და პენალტების სერიაშიც გაიბრწყინა, სადაც 3-დან 2 დარტყმა მოიგერია.

გარდა ამისა, Fantasy Football-ის ქულების მიხედვით კვირის სიმბოლური ნაკრებიც შედგა, რომელიც ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), რაულ ასენსიო (რეალი), ნუნუ მენდეში (პსჟ)

ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), მარკო ასენსიო (ასტონ ვილა)

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი (არსენალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მაქსიმილიან ბაიერი (დორტმუნდი)

0.110978