საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა.
დეშამის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია: პსჟ-ს შემტევი დეზირ დუე. 6-თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა კილიან მბაპე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს სექტემბერში ითამაშა.
ხორვატიასთან შეხვედრებისთვის საფრანგეთი შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (ლანსი), ლუკა შევალიე (ლილი)
მცველები: ჯონათან კლოსი (ნიცა), ლუკა დინი (ასტონ ვილა), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ბენჟამინ პავარი (ინტერი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), მატეო გენდუზი (ლაციო), მანუ კონე (რომა), ორელინ ჩუამენი (რეალი), ადრიენ რაბიო (მარსელი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირ დუე (პსჟ), რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი), კილიან მბაპე (რეალი) მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)
საფრანგეთის ნაკრები 20 მარტს სპლიტში, ხორვატიას ესტუმრება, ხოლო 23 მარტს „სტად დე ფრანსზე“ უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.