ფეხბურთი

19:06 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან მატჩებისთვის

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მარტის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გერმანიას დიდი დანაკლისი აქვს, რადგან ტრავმების გამო ფლორიან ვირცი, კაი ჰავერცი, ნიკლას ფულკრუგი, ბენჟამინ ჰენრიხსი, ფელიქს ნმეჩა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ალექსანდრ პავლოვიჩი მომდევნო მატჩებს გამოტოვებენ.

„ბუნდესნაკრები“ ერთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებთან ორმატჩიან დუელში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), შტეფან ორტეგა (მანჩესტერ სიტი)

მცველები: იან ბისეკი (ინტერი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: კარიმ ადეიემი (დორტმუნდი), ნადიმ ამირი (მაინცი), რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), პასკალ გროსი (დორტმუნდი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ანჯელო შტილერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ჯონათან ბურკარდტი (მაინცი), ტიმ კლიენდენსტი (გლადბახი), დენის უნდავი (შტუტგარტი)

გერმანიის ნაკრები 20 მარტს იტალიას მილანში ესტუმრება, ხოლო 23 მარტს, დორტმუნდში უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.461057